Sunday, November 25, 2012


"სიმპსონები"
სიმპსონები (ინგლ. The Simpsons) — ამერიკული ანიმაციური სატირული ტელესერიალი, რომელიც ტელეკომპანია ფოქსისთვის შექმნა მეტ გროუნინგმა. მისი მთავარი გმირები არიან შუა ფენის აშშ-ის მოსახლეობის წარმომადგენლები, რეალურად არსებულ ქალაქ სპრინგფილდისმაცხოვრებლები, სიმპსონების ოჯახის წევრები - მამა ჰომერი, დედა მარჯი, შვილები ბარტი, ლიზა და მეგი. მიუხედავად იმისა, რომ სერიალს კონკურენციას უწევს სატირით გაჯერებული სხვა ანიმაციური ფილმებიც, მასში წამოყენებულია აქტუალური პრობლემები და კრიტიკის ქვეშ ყენდება ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.
2007 წელს გამოვიდა „სიმპსონების ფილმი“ - სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი, რომელშიც მოთხრობილია ერთ-ერთი ისტორია ქალაქის ცხოვრებიდან.



სერიალის მთავარ შემქმნელს, მეტ გროუნინგს სთხოვეს ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი სერიების დამზადება. თავდაპირველად მეტს სურდა ”ჯოჯოხეთური ცხოვრების” შექმნა, სადაც იგი თავად იქნებოდა მთავარი გმირი. მაგრამ შემდგომში, მისი პერსონაჟი შეცვალა ბარტმა.
სიმპსონები პირველად გამოჩნდნენ ტრეისი ულმანის შოუში, 1987 წელს. შემდგომში პერსონაჟები ვიზუალურად დახვეწეს და 1989 წელს დაიწყო სერიალის წარმოება ”ფოქსის” კომპანიისათვის.
თავიდანვე, სერიალმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განსაკუთრებით, ბარტის გამო, თუმცა ამერიკა ააფორიაქა იმან, რომ სერიალის შემქმნელები დასცინოდნენ ამერიკული საზოგადოების ყველა უარყოფით მხარეს.



ცოტა რამ მულტფილმების შესახებ

იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებსაც მულტფილმები მხოლოდ ბავშვობის ტკბილ მოგონებად ექცა. ვერც წარსული, ვერც აწმყო და ვერც მომავალი მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია (ძალიან ხმამაღლა ხომ არ არის ნათქვამი? :) ).
მოკლედ, ნამდვილი cartoon-addict-ი ვარ. რაკი მათი ყურების დიდი გამოცდილება და სტაჟი მაქვს, როგორც მულტფილმების ექსპერტი, თავს უფლებას მივცემ მათ შესახებ ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ.პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ თანამედროვე ბავშვის ცხოვრებაში მულტფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებს ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს, ამიტომ ამ ორის საგულდაგულო შერჩევაა საჭირო, რათა მათ მავნე ზეგავლენა არ მოახდინონ პატარებზე.
როგორი უნდა იყოს კარგი მულტფილმი? გონებამახვილური, სასაცილო, თბილი, სახალისო და რაღა თქმა უნდა ფერადი :). მისი შინაარსი გასაგები და ადვილად აღქმადი უნდა იყოს ბავშვისთვის. იგი მის გონებრივ განვითრებას უნდა უწყობდეს ხელს.
მულტფილმების უმრავლესობა უკეთეს შემთხვევაში არ აზიანებს ბავშვის ფსიქოლოგიას, მაგრამ არც რაიმე სიკეთე მოაქვს მისთვის.ამ ტიპის მულტფილმების ყურება მხოლოდ და მხოლოდ დროის უქმად ხარჯვაა. პირობითად მათ "ნეიტრალური მულტფილმები" ვუწოდოთ.
სამწუხაროდ, არც თუ დიდი იშვიათობაა "ნეგატიური", ძალადობით გაჯერებული ანიმაციური ფილმები, რომლებიც არათუ ბავშვებისთვის, არამედ "რკინის ნერვების" მქონე უფროსებისთვისაც კი არ არის რეკომენდირებული.
იმედია ბლოგს "ნარუტო"-ს ფანები ვერ იხილავენ, რადგანაც უაზრო და ამავდროულად ძალადობრივი ანიმაციური ფილმის მაგალითად სწორედ მის მოყვანას ვაპირებ. ამ მულტფილმთან პირადი უსიამოვნება მაკავშირებს და შეიძლება ობიექტურიც არ ვიყო :). აბიტურიენტობის პერიოდში კვირა დილა იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. შემეძლო შუადღის 12 საათამდე ტელევიზორის ყურება. წარმოიდგინეთ, იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დილით წიგნი ხელში არ აიღოს და სანაცვლოდ კარგი მულტფილმის ნახვაზე ოცნებობს, ამის მაგივრად კი, ჩართავს თუ არა ტელევიზორს, შეეფეთება მომაკვდავი კურდღლის მაგიით შეიარაღებული მებრძოლი თახვი, უღიმღამო, ნაცრისფერი ფერები და ნახატები და ისეთივე უგემოვნო და უნიჭო გახმოვანობა, როგორც თავად ფილმია.
და მაინც, თუ "ნარუტო"-ს გულშემატკივრები ბრძანდებით დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენ დასაბუთებულ არგუმენტებს ამ მულტფილმის დასაცავად :).                                                                                      

                                                                                                                                                        
წყაროhttp://maiakuphunia.მულტიპლიკაციის შესახებ

Sunday, November 18, 2012




მერი პოპინსი



დისნეის “მეფე ლომის” შექმნის პროცესსი გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები.პერსონაჟები ხელითაა დახატული,ხოლო განათება,ჩრდილები და სამგანზომილებიანი ეფექტები კომპიუტერის დამსახურებაა.1964 წელს უოლტ დისნეიმ გრანდიოზული სიახლე შეიტანა მულტიპლიკაციის ისტორიაში.მან გადაიღო ფილმი “მერი პოპინსი”,რომლის მთავარ გმირებს დახატულ პერსონაჟებთან ერთად ცოცხალი ადამიანები წარმოადგენდნენ.1988 წელს მსახიობმა ბობ ჰოსკინსმა ანიმაციური პერსონაჟის პარალელურად მთავარი როლი შეასრულა ფილმში “ვინ გაწირა როჯერ რებითი?”.ანიმაციის და კინოს შეთავსებამ მეტადდახვეწილი სახე.1970-იან წლებსი მულტიპლიკაცია ნელ-ნელა განიცდის კომპიუტერიზაციას.უფრო ადვილი ხდება ნახატების შექმნა და გაცოცხლება,ფართო გამოყენებას ჰპოვებს სამგანზომილებიანი ფილმები ,რაც ნისნავს რომ ნახატის დანახვა შეიძლება ყველანაირ შუქზე ყველა კუთხიდან.მაგალითად, “ვინ გაწირა როჯერ რებიტის?” გადაღების დროს წარმოიქმნა იმის პრობლემა,რომ ნახატი პერსონაჯი და ცოცხალი გარემო კარგად დამთხვეოდნენ ერთმანეთს.ანიმატორებმა ბევრი იფიქრეს ახალი მეთოდების შესახებ და საბოლოოდ შეიმუშავეს სინათლის სხივების კოპირების განსაკუთრებული ტექნოლოგია.შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა,რომელიც მიღებულ სინათლის სხივებს ამუშავებდა და გადაჰყავდათ ისეთ ფორმატში,რომ უკეთ მოხდენოდა საერთო სურათს. შემდეგ კომპიუტერსი ხდებოდა მიღებული ნახატების დაჩრდილვა და ცოცხალ სურათტან დაკავშირება.დღეს არსებობს ისეთი კომპიუტერული პროგრამები ,რომლებიც ადვილი მოსახმარია ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც.ამგვარად,კომპიუტერი,ხატვის ნიჭი და ცოტა ფანტაზია თქვენს ოცნებებს აასრულებს.

                        



წყარო:http://ucnauri.მერი პოპინსი
                                  
"ფიფქია და შვიდი ჯუჯა"
1937 წელს უოლტ დისნეიმ გადაიღო პირველი სრულმეტრაჯიანი ფილმი “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”,რომელმაც კინოთეატრებსი რეკორდული რაოდენობით მაყურებელი მიიზიდა.ამას მოჰყვა “პინოქიო”, “ფანტაზია” , და “დამბო” .ამ ანიმაციურმა ფილმებმა საფუძველი ჩაუყარა სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციის შემდგომგანვითარებას.უოლტ დისნეის კომპანიის ღირსებას წარმოადგენდა “მეფე ლომი” , რომელმაც 1994 წელს ოსკარი მიიღო და ყველაზე შემოსავლიან მულტფილმად იქცა.„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ უოლტ დისნეის სტუდიის ნაწარმია. მისი პრემიერა 1937 წლის 21 დეკემბერს შედგა, თეატრებში კი 1938 წლის 8 თებერვალს გამოვიდა. ფილმი შეიქმნა ძმები გრიმების ზღაპრის „ფიფქია“ საფუძველზე.
ფილმის სცენარით ბოროტი და შურიანი დედოფალი მისი გერის მოკვლას ცდილობს, მაგრამ გერი გაქცევას ახერხებს და მას შვიდი ჯუჯა იფარავს უღრან ტყეში. „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ყველაზე წარმატებული კინოფილმი გახდა 1938 წელს და ყველა დროის მეათე ყველაზე მომგებიანი ფილმია აშშ-ში (ინფლაციის გათვალისწინებით).



წყარო:http://ka.wikipedia.ფიფქია და შვიდი ჯუჯა
"მიკი მაუსი"
მაიკლ “მიკი” მაუსი (Michael “Mickey” Mouse) კომიკური ანიმაციური ფილმების პერსონაჟია, რომელიც უოლტ დისნეის კომპანიის სიმბოლო გახდა. შექმნა და გაახმოვანა უოლტ დისნეიმ 1928 წელს. უოლტ დისნეის კომპანია მის დაბადების დღეს 18 ნოემბერს აღნიშნავს “თბომავალი ვილი” (Steamboat Willie) გამოსვლის დღეს. ეს სასაცილო თაგუნა მცირე ხანში უბრალო ანიმაციური პერსონაჟიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა.დისნეის ბიოგრაფების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მიკი მაუსი დისნეიმ მოიფიქრა გზად ნიუ-იორკიდან. უცნობია, დანამდვილებით ვინ დახატა მიკი მაუსი. 1932 წლისათვის მიკი მაუსი იქცა ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად.1932 წელს დისნეიმ მიკი მაუსის შექმნისათვის მიიღო სპეციალური ოსკარი. 1935 წლიდან მიკის სერიები გაფერადდა, მოგვიანებით კი დაემატა სხვა პერსონაჟები – დონალდი, გუფი და პლუტო.

წყარო:http://ka.wikipedia.მიკი მაუსი

  ”დისნეი”

ანიმაცია ფართო შემოქმედებითი სფეროა,რომელიც უსულო ნახატებსა და საგნებს აცოცხლებს.ანიმაციური ტექნოლოგიიის კომპიუტერულ ტექნოლოგიასთან შერწყმამ ფილმის პროდიუსერებს შესაძლებლობა მისცა შეუძლებელი რეალობად ექცია.
ერთხელ უოლტ დისნეის შესთავაზეს ლოს-ანჯელესის მერობა.”რატომ უნდა ვიყარო კენჭი მერობაზე,როდესაც უკვე მეფე ვარო?” -იკითხა მან.სინამდვილეში იგი მხოლოდ ოდნავ აზვიადებდა.დისნეი ანიმაციური სამყაროს ნამდვილი მეფე იყო.მან პირველმა წარუდგინა მსოფლიოს მულტიპლიკაციური ფილმი და მე-20 საუკუნის კულტურას ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გასართობი საშუალება შემატა.

ანიმაცია ახლა იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული დისნეის სახელთან,რომ წარმოუდგენელია ერტის არსებობა მეორის გარეშე.ფაქტობრივად ანიმაცია პოპულარული ხელოვნება იყო ბევრად ადრე,ვიდრე დისნეი დაიბადებოდა და კინოს გამოიგონებდა.მისი პირველადი სახე იყო საბავშვო წიგნი.მის ყოველ გვერდზე დახატული იყო წინა ნახატისაგან ოდნავ განსხვავებყლი ნახატი.როდესაც წიგნს სწრაფად გადაშლიდი,ნახატი მოძრაობდა.ამგვარი წიგნები აგებული იყო ოპტიკური ილუზიის პრინციპებზე.   უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ინოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. მიღებული აქვს 26 ოსკარი (მათ შორის ოთხი ერთ წელიწადში) და დამატებით 59 ნომინაცია, რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში.მას ასევე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი ქვია დისნეილენდს და დისნეიუორლდის თემატურ პარკებს აშშ-ში,იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში.


Sunday, November 11, 2012


რა არის მულტიპლიკაცია?

მულტიპლიკაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. ის მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. სიტყვა „მულტიპლიკაცია“ ლათინური წარმოშობისაა და გამრავლებას ნიშნავს. მართლაც, ეკრანზე რომ ნახატი ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო, შემდეგ სპეციალურ აპარატში მათ სწრაფად გაატარებენ და ნახატიც ამოძრავდება. სწორედ ასე იქმნებოდა მოძრავი კადრები და თქვენთვის საყვარელი მულტფილმები. სულ რაღაც 8-10 წუთიანი ნახატი ფილმის სიგრძე 250-300 მეტრია. ამდენად, ასეთი ფილმების შექმნა ერთობ შრომატევადი და ხანგრძლივი სამუშაოა. მართალია, მთავარი როლი აქ მხატვარს ეკუთვნის, მაგრამ მასთან ერთად უამრავი სხვა პროფესიის ადამიანიც მუშაობს: მწერლები, რომლებიც სცენარებს ქმნიან, კომპოზიტორები, რომლებიც მუსიკალურად აფორმებენ ფილმს, მსახიობები, რომლებიც თქვენს საყვარელ გმირებს ახმოვანებენ, რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები და მრავალი სხვა.

ქართული მულტიპლიკაცია.

ქართული მულტიპლიკაცია ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზია. მას საფუძველი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ქართული ნახატი ფილმების ფუძემდებელია მხატვარი და რეჟისორი ვლადიმერ (ლადო) მუჯირი. 1953 წელს მან გადაიღო პირველი ქართული მხატვრული მულტიპლიკაციური ფილმი „არგონავტები“. ფილმის მთავარი მხატვარია ცნობილი ქართველი ხელოვანი ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტირი კი - შალვა აზმაიფარაშვილი.

ქართული მულტფილმების სიუჟეტებად იყენებდნენ ქართულ ზღაპრებს, ქართველი და უცხოელი მწერლების მოთხრობებს, საგანგებოდ ქმნიდნენ ახალ ნაწარმოებებს. ასე ცოცხლდებოდნენ ბავშვების საყვარელი ზღაპრებისა თუ მოთხრობების გმირები და უფრო მეტად საყვარელი ხდებოდნენ თავად მულტფილმები. გარდა იმისა, რომ ნახატი ფილმები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი საყურებელია, ისინი ბავშვებს მეგობრობას, სიკეთეს, სიყვარულს, თავდადებასაც ასწავლიან, უხვეწავენ გემოვნებას, აჩვევენ კარგისა და ცუდის გარჩევას.

სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ქართული მულტფილმი მოწოდების სიმაღლეზე არ არის... დავიტოვოთ იმედი, რომ ქართველი მულტიპლიკატორები კვლავ გაგვანებივრებენ ხარისხიანი და გემოვნებიანი ნამუშევრებით.




წყარო:http://multiplikacia.blogspot.ქართული მულტიპლიკაცია