Sunday, November 25, 2012


"სიმპსონები"
სიმპსონები (ინგლ. The Simpsons) — ამერიკული ანიმაციური სატირული ტელესერიალი, რომელიც ტელეკომპანია ფოქსისთვის შექმნა მეტ გროუნინგმა. მისი მთავარი გმირები არიან შუა ფენის აშშ-ის მოსახლეობის წარმომადგენლები, რეალურად არსებულ ქალაქ სპრინგფილდისმაცხოვრებლები, სიმპსონების ოჯახის წევრები - მამა ჰომერი, დედა მარჯი, შვილები ბარტი, ლიზა და მეგი. მიუხედავად იმისა, რომ სერიალს კონკურენციას უწევს სატირით გაჯერებული სხვა ანიმაციური ფილმებიც, მასში წამოყენებულია აქტუალური პრობლემები და კრიტიკის ქვეშ ყენდება ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.
2007 წელს გამოვიდა „სიმპსონების ფილმი“ - სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი, რომელშიც მოთხრობილია ერთ-ერთი ისტორია ქალაქის ცხოვრებიდან.



სერიალის მთავარ შემქმნელს, მეტ გროუნინგს სთხოვეს ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი სერიების დამზადება. თავდაპირველად მეტს სურდა ”ჯოჯოხეთური ცხოვრების” შექმნა, სადაც იგი თავად იქნებოდა მთავარი გმირი. მაგრამ შემდგომში, მისი პერსონაჟი შეცვალა ბარტმა.
სიმპსონები პირველად გამოჩნდნენ ტრეისი ულმანის შოუში, 1987 წელს. შემდგომში პერსონაჟები ვიზუალურად დახვეწეს და 1989 წელს დაიწყო სერიალის წარმოება ”ფოქსის” კომპანიისათვის.
თავიდანვე, სერიალმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განსაკუთრებით, ბარტის გამო, თუმცა ამერიკა ააფორიაქა იმან, რომ სერიალის შემქმნელები დასცინოდნენ ამერიკული საზოგადოების ყველა უარყოფით მხარეს.


No comments:

Post a Comment