დისნეი



ანიმაცია ფართო შემოქმედებითი სფეროა,რომელიც უსულო ნახატებსა და საგნებს აცოცხლებს.ანიმაციური ტექნოლოგიიის კომპიუტერულ ტექნოლოგიასთან შერწყმამ ფილმის პროდიუსერებს შესაძლებლობა მისცა შეუძლებელი რეალობად ექცია.
ერთხელ უოლტ დისნეის შესთავაზეს ლოს-ანჯელესის მერობა.”რატომ უნდა ვიყარო კენჭი მერობაზე,როდესაც უკვე მეფე ვარო?” -იკითხა მან.სინამდვილეში იგი მხოლოდ ოდნავ აზვიადებდა.დისნეი ანიმაციური სამყაროს ნამდვილი მეფე იყო.მან პირველმა წარუდგინა მსოფლიოს მულტიპლიკაციური ფილმი და მე-20 საუკუნის კულტურას ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გასართობი საშუალება შემატა.
ანიმაცია ახლა იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული დისნეის სახელთან,რომ წარმოუდგენელია ერტის არსებობა მეორის გარეშე.ფაქტობრივად ანიმაცია პოპულარული ხელოვნება იყო ბევრად ადრე,ვიდრე დისნეი დაიბადებოდა და კინოს გამოიგონებდა.მისი პირველადი სახე იყო საბავშვო წიგნი.მის ყოველ გვერდზე დახატული იყო წინა ნახატისაგან ოდნავ განსხვავებული ნახატი.როდესაც წიგნს სწრაფად გადაშლიდი,ნახატი მოძრაობდა.ამგვარი წიგნები აგებული იყო ოპტიკური ილუზიის პრინციპებზე    


No comments:

Post a Comment